ქართველ მომხმარებელთა დაახლოებით ერთი მესამედი შეეჯახა კიბერსაშიშროებას

თბილისი (BPI) – 9 თვეში, პერსონალურ  კომპიუტერების  მფლობელ  ქართველი მომხმარებელთა  30%-ს  ერთხელ მაინც დაემუქრა  სხვადასხვა ტიპის ინტერნეტ საფრთხეები, ხოლო 32%-ს კი  თავს დაესხნენ ეგრეთ წოდებული ლოკალური  საფრთხეები – მავნე პროგრამები, რომლებიც კომპიუტერში აღწევენ  არა ინტერნეტის საშუალებით, არამედ სხვადასხვა მოსახსნელი მედიისგან. მაგ: ფლეშ დრაივები, გარე მყარი დისკები და ა.შ. გარდა ამისა, საქართველოში მობილური მოწყობილობების მფლობელების   დაახლოებით 1%-ი   პირისპირ  აღმოჩნდა  მავნე პროგრამულ უზრუნველყოფასთან. ამის შესახებ მოწმობენ „კასპერსკის ლაბორატორიის“ მონაცემები.

კიბერსაშიშროება აქტუალურია არა მხოლოდ სახლის მოწყობილობის  მომხმარებლებისთვის. ქართული კომპანიების თანამშრომლებს შორის, იმ თანამშრომელთა  პროცენტული მაჩვენებელი, ვინც 2019 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით ინტერნეტში განიცადა მავნე პროგრამების თავდასხმის მცდელობა  ადგენს  10% -ს. ლოკალური  საფრთხეების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია და ადგენს  20%-ს.

აქტიურად იზრდება   კრიპტოგრაფებისა და გამომძალველების რიცხვიც. ამგვარად,  გასული წლის შუა პერიოდში (2018 წლის მეორე კვარტალი) კომპანიამ მთელს მსოფლიოში  აღმოაჩინა ასეთი მავნე პროგრამების დაახლოებით 7, 5 ათასი ნიმუში. ხოლო  2019 წლის მეორე კვარტლის შედეგების მიხედვით, მათი რიცხვი უკვე 16 ათასს აღწევდა. საქართველოში  ბოლო სამი კვარტლის განმავლობაში დაახლოებით 222 მომხმარებელი შეეჯახა  თავდასხმებს კრიპტოგრაფების  მხრიდან.

კიბერდამნაშავეებისათვის თავდასხმის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია ფიშინგი. ეს არის  ყალბი ვებ-გვერდების შექმნა ან ყალბი ელ.ფოსტის გაგზავნა, რაც შეიძლება მაქსიმალურად ემთხვეოდეს  ცნობილი კომპანიებისა და მომსახურებების ლეგიტიმური რესურსებსა და შეტყობინებებს. ამრიგად, კიბერდამნაშავეები ცდილობენ შეასუსტონ მომხმარებლის სიფხიზლე, გამოიწვიონ მისი ინტერესი მიღებული წერილის ან ღია გვერდის მიმართ და აიძულონ მათ ჩამოტვირთვონ  მავნე პროგრამა ან  გაიზიარონ კონფიდენციალური ინფორმაცია.საქართველოში 2019 წლის სამი კვარტლის განმავლობაში კომპანიის  გადაწყვეტილებებმა  დაბლოკეს  ფიშინგურ  გვერდებზე გადასვლის 108 ათასზე მეტი მცდელობა.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ თავდამსხმელები იყენებენ სხვადასხვა შეტევების ვექტორებს და აქტიურად აუმჯობესებენ მათ ინსტრუმენტს. ამიტომ თანამედროვე მომხმარებლებს ყოველთვის სჭირდებათ სიფხიზლე. მხოლოდ ერთი ანტივირუსი უკვე დიდი ხანია რაც საკმარისი არ არის.  ჭეშმარიტად საიმედო დაცვა უნდა იყოს კომპლექსური  და ისეთ ტექნოლოგიებს უნდა მოიცავდეს, რომელთაც შეეძლებათ მოიგერიონ როგორც ფიშინგი, ასევე პროგრამა-გამომძალველები.

კიბერ საფრთხეებისგან თავის დასაცავად, ექსპერტები რეკომენდაციას იძლევიან, რომ მომხმარებლებმა დაიცვან რამდენიმე ძირითადი წესი: არ გადავიდნენ წერილებიდან, შეტყობინებებიდან ან  SMS-დან  საეჭვო ბმულებზე,  რეგულარულად დააინსტალირონ განახლებული ოპერაციული სისტემა და  ჩამოტვირთონ  პროგრამები მხოლოდ ოფიციალური მაღაზიებიდან. ასევე აუცილებელია ყველა აკაუნტის რთული და განსხვავებული პაროლის გამოყენება, რეგულარულად უნდა გაკეთდეს  მნიშვნელოვანი მონაცემების სარეზერვო ასლები, არუნდა მიეცეს  პროგრამებს ისეთი ფუნქციები, რომლებიც არ გჭირდებათ და დააინსტალირეთ საიმედო უსაფრთხოების გადაწყვეტა, მათ შორის მობილური მოწყობილობებისთვისაც.

თავის მხრივ, ორგანიზაციებს, მათ შორის, საშუალო და მცირე ბიზნესის სეგმენტიდან, რეკომენდაცია ეძლევათ  ჩაატარონ კიბერ-ცოდნის ტრენინგები თანამშრომლებისთვის, სადაც ისინი შეისწავლიან  ციფრული გარემოში უსაფრთხო ქცევის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას, ინფორმაციის დაკარგვისა ან გაჟონვის შემთხვევებში  რეზერვული ასლების გაკეთებას ან ფაილების გაშიფრვას.  ასევე მიზანშეწონილია, რომ რეგულარულად განაახლოთ პროგრამა, რათა თავი აარიდოთ  ღია დაუცველობას და აირჩიოთ შესაბამისი უსაფრთხოების გადაწყვეტილება მოსახერხებელი მენეჯმენტით  და შემოწმებული უსაფრთხოების მახასიათებლებით.

 

შემთხვევითი სიახლე

პურის გაძვირების მიზეზებს კონკურენციის სააგენტო სწავლობს

თბილისი (BPI) – კონკურენციის სააგენტო პურის ბაზრის მონიტორინგს აგრძელებს. სააგენტომ პურის გაძვირების მიზეზების შესწავლა ყოფილი …