ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 13.7%-ითაა გაზრდილი

2022 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 183.4 მლნ აშშ დოლარი (551.7 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 13.7%-ით (22.0 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2021 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.1% იმ 19 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა თებერვალში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 19 ქვეყანაზე გასული წლის თებერვალში მთელი ფულადი გზავნილების 94.6% მოდიოდა.

2022 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 26.7 მლნ აშშ დოლარი (80.4 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2021 წლის თებერვლის (21.0 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 27.5%-ით მეტია.

შემთხვევითი სიახლე

საგარეო სავაჭრო ბრუნვა 33.4%-ით გაიზარდა

2022 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 252.9 მლნ. აშშ …