ფოთს წლის ბოლოდან მრავალფუნქციური სპორტკომპლექსი ექნება

თბილისი (BPI) – ფოთში წლის ბოლოს მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის და საცურაო აუზის მშენებლობა დასრულდება.

პროექტს 14,5 მლნ ლარით ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) აფინანსებს.

სპორტკომპლექსის სამშენებლო სამუშაოები ითვალისწინებს დიდი და მცირე საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზის მშენებლობას. სპორტულ კომპლექსში მოეწყობა საშხაპეები, ოთახები მწვრთნელებისთვის, მსაჯებისთვის, პერსონალისთვის და ექიმისთვის. იქვე განთავსდება კაფე და საერთო საცხოვრებელი სპორტსმენებისთვის.

ახალი კომპლექსში შესაძლებელი იქნება საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ჩატარება.

შემთხვევითი სიახლე

NASA: ვენერა შესაძლოა გეოლოგიურად „ცოცხალი“ იყოს

მეცნიერებმა იმის ახალი მტკიცებულებები აღმოაჩინეს, რომ ვენერა გეოლოგიური თვალსაზრისით „მკვდარი“ არ არის. ვენერა და დედამიწა ზომით …