“ფინტენოს” საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია გაუუქმდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებით, შპს “ფინტენოს“ საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია გაუუქმდა და ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა. სებ-ის ინფორმაციით, შპს “ფინტენოს“ ვალდებულებების დროული და შეუფერხებელი დაზუსტების მიზნით, კრედიტორებმა საზოგადოების ლიკვიდატორს უნდა წარუდგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

ფიზიკური პირების შემთხვევაში:

  1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
  2. შპს “ფინტენოს“ მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია

იურიდიული პირების შემთხვევაში:

  1. ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ
  2. უფლებამოსილი პირის დამადასტურებელი დოკუმენტი
  3. შპს “ფინტენოს“ მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია

ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია ლიკვიდატორს მიეწოდება წინამდებარე განცხადების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკის ცენტრალურ ოფისში, შემდეგ მისამართზე: 0114 ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. N2 (შპს “ფინტენოს“  ლიკვიდატორი – როინ ცაციაშვილი, ტელ.: 599 511 382, ელ.ფოსტა: Roin.tsatsiashvili@nbg.gov.ge). აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში კრედიტორთა პრეტენზიები არ მიიღება.

 

შემთხვევითი სიახლე

საქართველო იმ ქვეყნების ნუსხას დაემატა, საიდანაც ევროკავშირის ბაზარზე  ლოკოკინების ექსპორტი დაშვებულია

ევროკომისიის 2021 წლის 22 დეკემბრის EU 2022/34  რეგულაციით,  საქართველო იმ ქვეყნების  ნუსხას დაემატა, საიდანაც ევროკავშირის …