ფინკა ბანკისა და სიმბიოტიკსის თანამშრომლობა მეწარმეების დაკრედიტების მიმართულებით გრძელდება

ფინკა ბანკსა და სს სიმბიოტიკს (Symbiotics) შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც მსოფლიოს ამ ერთ-ერთი წამყვანი საინვესტიციო კომპანიისგან ფინკა ბანკმა მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდასაჭერად 15 მილიონი ლარი მიიღო.

“ფინკა ბანკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საინვესტიციო კომპანია სიმბიოტიკსთან თანამშრომლობა. დღეს ხელმოწერილი 15 მილიონი ლარის სასესხო ხელშეკრულებით განსაზღვრული აქტივობები დაგვეხმარება გავაგრძელოთ ჩვენი მომხმარებლების მომსახურება, განსაკუთრებით კი მათი, ვისი ბიზნესიც კოვიდ19-მა მნიშვნელოვნად დააზარალა. ამ პარტნიორობის შედეგად მოვიცავთ მეტ მიკრო და მცირე მეწარმეს, განსაკუთრებით რეგიონების მკვიდრთ, რათა ყველას ჰქონდეს ფინანსურ სერვისებზე სრულფასოვანი წვდომა. ეს თანამშრომლობა საქართველოში მიკრო და მცირე ბიზნესების განვითარების მხარდაჭერის მხრივ კრიტიკულად მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ვუსალ ვერდიევმა, ფინკა ბანკი საქართველოს გენერალურმა დირექტორმა.

“სიამოვნებით ვაგრძელებთ თანამშრომლობას ფინკა ბანკ საქართველოსთან იმ უპრეცედენტო სოციალურ-ეკონომიკური დისტრესის დროს, რაც კოვიდ 19-ის პანდემიამ გამოიწვია. მხარს ვუჭერთ მიკრო მეწარმეებს, მცირე და საშუალო ბიზნესის წამომადგენლებს, განსაკუთრებით კი, ფინკა ბანკის აგრარული სფეროს კლიენტებს, რადგან ვთვლით, რომ ეს ბიზნესები ქმნიან მყარ საფუძველს საქართველოში ეკონომიკური აღმავლობისათვის,“ განაცხადა დანიელ შრაიბერმა, Symbiotics -ის საინვესტიციო მიმართულების ხელმძღვანელმა.

სიმბიოტიკსი წარმოადგენს წამყვან საინვესტიციო პლატფორმას, რომელიც ორიენტირებულია განვითარებად ბაზრებზე მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებისა და დაბალი შემოსავლის მქონე საოჯახო მეურნეობების დაფინანსებაზე. 2005 წლიდან სიმბიოტიკსმა 90-მდე განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ფინანსურ ბაზრებზე 450-მდე კომპანიისთვის 4000-მდე საინვესტიციო შეთანხმება გააფორმა, რომლის ღირებულებამ 5.5 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეს ინვესტიციები განხორციელდა 25-ზე მეტი საინვესტიციო მანდატის მიხედვით და 50-ზე მეტი ე.წ. მესამე მხარის სპეციალიზირებული კაპიტალის მართვის მენეჯერების მიერ, რაც ასეთ ტრანზაქციებისთვის მზარდ ეკოსისტემასა და ბაზარს ქმნის.

სააქციო საზოგადოება ფინკა ბანკი საქართველო FINCA Impact Finance-ის საერთაშორისო საფინანსო ქსელის წარმომადგენელია საქართველოში. FINCA Impact Finance-ის ქსელი მსოფლიოს მასშტაბით 20 მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და ფინანსურ ინსტიტუტს მოიცავს, რომელთა მიზანია სოციალურად პასუხისმგებელიანი ფინანსური მომსახურება გაუწიონ მცირე შემოსავლის მქონე მეწარმეებსა და მცირე ბიზნესის მფლობელებს და მათ უკეთესი მომავლის შექმნის შესაძლებლობას აძლევს.
ფინკა ბანკს მიკრო დაფინანსების სფეროში წამყვანი პოზიცია უჭირავს. ბანკის კლიენტების 70% სოფლად მცხოვრებია, რომელთაც პოტენციურად კვალიფიციურ ფინანსურ მომსახურებაზე შეზღუდული წვდომა აქვთ. სს ფინკა ბანკი საქართველო აქტიურად თანამშრომლობს სერვისის სხვა მომწოდებლებთან, რათა კლიენტებს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და განვითარებისათვის სათანადო პროდუქტები და მომსახურება შესთავაზოს.

შემთხვევითი სიახლე

თიბისი კაპიტალმა განახლებული, რიგით მეოთხე მაკრო-სექტორული მიმოხილვა წარადგინა

თბილისი (BPI) – თიბისი კაპიტალმა მეოთხედ უმასპინძლა ონლაინ კონფერენციას ეკონომიკასა და ბიზნესსექტორებზე COVID-19-ის გავლენის შესაფასებლად. …