ფასების ზრდის პიკი უკვე გადავლილია – ენერგეტიკოსი ევროპის ენერგო ფასებზე

„მთელი ევროპა, მთელი თავისი ევროკავშირიან და არაევროკავშირიან ქვეყნებთან ერთად, რომლებიც დაახლოებით 180 მილიონ კუბურ მეტრ რუსულ გაზს ყიდულობდა, რუსეთმა ჩაკეტა. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროპას დღეს რუსეთიდან გაზი აღარ მიეწოდება და რაც მიეწოდება, მხოლოდ გაზსაცავების შესავსებად“ – ამის შესახებ ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“, რუსეთის მხრიდან ევროპისთვის დაწესებულ ენერგობლოკადასა და ამ ყველაფრის საქართველოზე გავლენაზე ისაუბრა.

„კი, ჩინეთმა დაიწყო რუსული გაზის შეძენა, მაგრამ ჩინეთში გაყიდული გაზის ფასი და ევროპაში გაყიდული გაზის ფასი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, ანუ ფასს ჩინეთი კარნახობს და არა რუსეთი. ევროპას გაუჭირდება, მაგრამ რუსეთს უფრო გაუჭირდება, როდესაც ზამთარი გადაივლის და სიტუაცია დასტაბილურდება“, – განაცხადა არაბიძემ.

მისი თქმით, ნებისმიერი შეზღუდვა საბოლოოდ მოსახლეობაზე გადაივლის, იქნება ეს ინფლაციის შედეგები თუ კომუნალური გადასახადების გაძვირება. „არა მგონია, ევროპაში ფასები ამაზე მაღლა წავიდეს, ვიდრე ახლა არის, მეტი რაღა უნდა დაკეტოს? ფაქტიურად, ის მინიმუმია, რაც შეიძლება, რომ იყოს. ჩემი აზრით, ფასების ზრდის პიკი უკვე გადავლილია. თუ რუსეთი გაზის გაშვებას გადაწყვეტს, მაშინ მას მოუწევს, ფასს გადახედოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რუსეთი ვეღარ ითამაშებს იმ თამაშს, რასაც დღეს თამაშობს“,-განაცხადა გია არაბიძემ.

 

წყარო: bpn.ge

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების  ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო. აღნიშნული …