“უმასპინძლე საქართველოში“ დახმარებით ტურისტებისთვის დამატებით 3490 ოთახი შეიქმნება

თბილისი (BPI) – “უმასპინძლე საქართველოში“ დახმარებით ოქტომბრის მონაცემებით, 121 სასტუმრო გაიხსნება. ეს ქვეყანას ტურისტებისთვის დამატებით 3490 ოთახს შემატებს.

შედეგად 2990-ზე მეტ სამუშაო ადგილი გაჩნდება, ინვესტიციის მოცულობა კი 303,4 მლნ ლარს მიაღწევს.

სასტუმროები აშენებდება: ბორჯომში, ბაკურიანში, გუდაურში, ფოთში, ურეკში, ნიკორწმინდაში, ყაზბეგში, საგარეჯოში, გონიოში, შეკვეთილში, თელავში, წყალტუბოში, ქუთაისში, ზუგდიდში, მესტიაში, გურჯაანსა და გორში.

სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების მიმართულება თითოეულ მეწარმეს, შესაძლებლობას აძლევს განავითაროს სასტუმრო ბიზნესი, შექმნას ახალი სამუშაო ადგილები, მოიზიდოს მეტი დამსვენებელი და ხელი შეუწყოს რეგიონის განვითარებას.

აღნიშნული კომპონენტი, რეგიონში სასტუმრო ბიზნესის განხორციელების სურვილის მქონე მეწარმეებისათვის ხელმისაწვდომს ხდის ფინანსებსა და საკონსულტაციო მომსახურებას. გარდა ამისა, პროგრამის მეშვეობით აქტიურად ხდება საქართველოში წარმატებული საერთაშორისო ბრენდების გამოცდილების დანერგვის სტიმულირება, ე.წ „ფრენჩაიზინგის“ ხელშეკრულების თანადაფინანსების გზით.

შემთხვევითი სიახლე

თიბისის კაპიტალიზაცია £708 მლნ-ს აღემატება

თბილისი (BPI) – ლონდონის საფონდო ბირჟაზე (LSE) თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები, სასესიო კვირას …