უკრაინელი ტუროპერატორები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

თბილისი (BPI) – კიევში მდებარე ქართულ რესტორანში „სულგუნი“ უკრაინის ტუროპერატორებისთვის ქართული საღამო გაიმართა, სადაც საქართველოს ტურისტული პოტენციალს გაეცნენ და ქართული ღვინო და პროდუქტები დააგემოვნეს.

გაიმართა სასტუმროების Sheraton Grand Hotel, Windham Grand Hotel და Lopota Lake Resort & SPA პრეზენტაცია. გარდა ამისა, კომპანია Wine Discovery Selection-ს წარმომადგენელმა ჩაატარა ექსკლუზიური ქართული ღვინოების პრეზენტაცია და დეგუსტაცია, რომლის შემდეგაც, დამსწრეთა შორის გათამაშდა ქართული კომპანიის Terra Initia ღვინო.

ღონისძიება ტურისტული კომპანიის Mouzenidis Travel-ის ორგანიზებით და საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა.

ღონისძიების მხარდამჭერი იყო კომპანია IDS Borjomi Ukraine. კომპანიის კომუნიკაციების უფროსმა მარინა სოლოვიოვამ სტუმრებს მოუყვა ქართული მინერალური წყლებისა და საქართველოს შესახებ. საღამოს განმავლობაში, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ ქართული ჰანგები უკრაინაში მოღვაწე ქართველო მომღერლის, შმაგი თაგიაშვილის ცოცხალი შესრულებით.

უკრაინაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ჯემალ გოგიტიძე საქართველოში ტურიზმის განვითარებაზე, არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე და უკრაინიდან ტურისტული ნაკადის გაზრდის აუცილებლობაზე განაცხადა.

Mouzenidis Travel Ukraine-ის გენერალური დირექტორი ვიქტორ მარჩენკომ ისაუბრა კომპანიის საქმიანობაზე საქართველოში და უკრაინაში საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციის შესახებ.

საღამოს დასასრულს, ტუროპერატორების წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მხარდამჭერ ფლეშმობში „უკრაინა და საქართველო – მეგობრები ტურიზმში და არამხოლოდ“. ღონისძიება გაშუქდა უკრაინული ტელეარხის „Київ“ მიერ.

შემთხვევითი სიახლე

საწვავის იმპორტი მცირდება, უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყანა კი რუსეთია

თბილისი (BPI) – საქართველოში საწვავის იმპორტი მცირდება. 2019 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყანაში 676,8 ათასი ტონა ბენზინისა …