ტურიზმის ეტაპობრივი აღდგენა გრძელდება

2021 წლის ოქტომბერში საქართველოში  220,705 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც +324.3%-ით მეტია 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და -71.8%-ით ნაკლებია 2019 წლის ოქტომბერთან შედარებით.

საერთაშორისო ვიზიტორთა ვიზიტების რაოდენობამ 205,680 შეადგინა, რაც 2020 წლის ოქტომბერთან შედარებით +313.7%-ით მეტია, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით -69.1%-ით ნაკლები.

ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ ოქტომბერში 188,751 შეადგინა, რაც 2020 წლის ოქტომბერთან შედარებით +331.5%-ით მეტია, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით -57%-ით ნაკლები.

ტურისტული ვიზიტების აღდგენა 10 თვის განმავლობაში ეტაპობრივად იზრდება. 2019 წელთან შედარებით კლების პროცენტი ყოველთვიურად მცირდება: იანვარში -90.4%; თებერვალი -85.5%; მარტი -84.4%; აპრილი -78.2%; მაისი -77.3%; ივნისი -71.7%; ივლისი -62.6%; აგვისტო -67.2%; სექტემბერი – 61.1%; ხოლო ოქტომბერში -57%-ს შეადგენდა.

2021 წლის იანვარი-ოქტომბრის პერიოდში საქართველოში 1,522,139 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით -7.7%-ით ნაკლებია, ხოლო 2019 წლის ათ თვესთან   შედარებით -81%-ით ნაკლებია.

2021 წლის ათ თვეში საერთაშორისო ვიზიტორთა ვიზიტების რაოდენობამ 1,393,914 შეადგინა, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით -1.8%-ით ნაკლებია, 2019 წელთან შედარებით -79%)

ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 2021 წლის იანვარი-ოქტომბრის პერიოდში 1,281,524-ს შეადგენს, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +27.5%-ით მეტია, ხოლო 2019 წლის 10 თვესთან შედარებით -71.1%-ით ნაკლებია.

 

შემთხვევითი სიახლე

საპარტნიორო ფონდის რეფორმირება სხვადასხვა მიმართულებით განხორციელდება და მოხდება სტრუქტურის სრული განახლება – თურნავა

„საპარტნიორო ფონდის“ რეფორმირება სხვადასხვა მიმართულებით განხორციელდება და ფონდი უფრო თანამედროვე სტრუქტურად ჩამოყალიბდება, – ამის შესახებ …