ტრამპის კარზე მიღებული “ექსპრემიერი, პოპულარობას გადაყვა” – ხაზარაძე

თბილისი (BPI) –  “კვირიკაშვილი გადაყვა  პოპულარობას დასავლეთში”, – მამუკა ხაზარაძემ  ექსმინისტრისთვის პორტფელის ჩამოთმევა და გუნდიდან ჩამოცილება ტრამთან მისი ვახშმობით და  აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან  შინაურული ურთიერთობის მიღწევით ახსნა.

მთავარ არხზე ხაზარაძემ გამოთქვა ეჭვი, რომ კვირიკაშვილი მშიშარა კაცი არ არის. მისი აზრით გაჩუმებით  მეგობრებს იცავს პრობლემებისგან, რაც  მამუკა ხაზარაძეს  და მის გუნდს რამდენიმე თვის წინ შეექმნა.  თიბისის დამფუძნებლის თქმით, მას შემდეგ  მეგობარი არ უნახავს,  ერთმანეთი დისტანციურად მოიკითხეს. პოლიტიკურ თემაზე  პრემიერობიდან  არც  მისი და არც ბახტაძის წასვლის შემდეგ უსაუბრიათ.

“მე შეიძლება დამიჭირონ ხვალ და მივდივარ სადმე? “, – ხაზარაძემ თავის ღირსებებზე  გაამახვილა ყურადღება, როგორი უშიშარია, სააკაშვილისგან განსხვავბეით “პრეზიდენტი რომელიც აბარებს პასპორტს და მიდის სხვა ქვეყანაში მიუღებელია”-  უთხრა მამუკა ხაზარაძემ  ნიკა გვარამიას, რომელიც სააკაშვილს პოლიტიკურ განდევნილად ხედავს.

 

შემთხვევითი სიახლე

ვის დაუწესდება ₾200 000 ლიმიტი – მსესხებელი კლასებად დაიყოფა

თბილისი (BPI) – სავალუტო სესხზე ₾200 000 ჭერის, $33 800 -მდე  დაწევაზე, 2020 ბიუჯეტის საპარლამენტო …