სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ოთხ ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, შეამოწმეს ქალაქ თბილისში, ნ. ხუდადოვის ქუჩაზე მდებარე ხორცის სარეალიზაციო და საზოგადოებრივი კვების რვა ობიექტი, რომელთაგანაც ოთხს საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

შემოწმებისას გამოვლინდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები – სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა, ვადაგასული და ჯანმრთელობის ნიშანდების არმქონე ხორცი. ეტიკეტირებისა და მიკვლევადობის წესის დარღვევა. სულ დაილუქა 200 კგ სხვადასხვა სახეობის ხორცი, რომელიც სააგენტოს ინსპექტორების ზედამხედველობით განადგურდება.

გარდა ამისა, ბიზნესოპერატორები საქმიანობდნენ ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე (64-ე მუხლის 1-ლი ნაწილი).

სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა, გამოვლენილი დარღვევების შესაბამისად, გაატარეს კანონით დადგენილი ღონისძიებები – ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.

სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით მუდმივად ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს სხვადასხვა პროფილის ბიზნესოპერატორთან, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული მომხმარებლის სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

 

შემთხვევითი სიახლე

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა. ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ სს …