სსფ-ის ანგარიში ეროვნული ბანკის ნაბიჯებს ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელთან დასაახლოებლად დადებითად აფასებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოსთვის ახალი სამწლიანი პროგრამა დაამტკიცა, რომელიც ქვეყნისთვის საჭიროების შემთხვევაში $280-მილიონიანი დაფინანსების გამოყოფას ითვალისწინებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ვრცელი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც დეტალურად მიმოიხილავს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას და რეგიონში მიმდინარე მოვლენებს.

დოკუმენტში განხილულია გლობალური პანდემიის ფონზე გატარებული ღონისძიებები. ანგარიშის თანახმად, გატარებულმა პოლიტიკამ ხელი შეუწყო 2021 წელს Covid-19-ის შოკის შემდგომ აღდგენას. ამასთან, საუბარია უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული სრულმასშტაბიანი ომის მიერ გამოწვეულ შედეგებზე. “კრიზისამდელ პერიოდში არსებული ძლიერი საფინანსო ზედამხედველობისა და სებ-ის მიერ გატარებული სწრაფი საზედამხედველო ღონისძიებების შედეგად, ბანკებმა მსესხებლებისთვის დაფარვებზე შეღავათების შეთავაზება შეძლეს თანაც ისე, რომ ეკონომიკის დაკრედიტება არ შეფერხებულიყო. ასევე, საფინანსო სისტემაზე ფართომასშტაბიანი გავლენა თავიდან იქნა აცილებული “ვითიბი ბანკი საქართველოს” აქტივების და ვალდებულებების ორ სხვა შედარებით მცირე ბანკში გადატანით. სებ-მა კომერციულ ბანკებს სანქციების დაცვა მოსთხოვა, რითაც რისკების შეზღუდვა მოახდინა” – აღნიშნულია ანგარიშში.

ამასთან, დადებითად არის შეფასებული ეროვნული ბანკის ქმედებები ინფლაციასთან მიმართებით. “გლობალური მასშტაბით არსებული მაღალინფლაციური წნეხის პირობებში, ეროვნული ბანკი მის მიერ დადგენილი ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის ერთგული რჩება” – ნათქვამია ანგარიშში.

შემთხვევითი სიახლე

სებ-მა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

2022 წლის 1 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 10 000 000 აშშ …