სოლიდარობას ალტერნატივა არ აქვს – BAG-მა და მისმა წევრმა კომპანიებმა C0VID19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად ₾5 მლნ გაიღეს

თბილისი (BPI) – საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ COVID19-თან  საბრძოლველად საკუთარი სახსრებიდან 300 000 ლარი გამოყო. ამას გარდა, ასოციაციის წევრმა კომპანიებმა “StopCov” ფონდში გადასარიცხად საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სპეციალურ ანგარიშზე შემდეგი თანხები ჩარიცხეს:

 

1სილქნეტი1,000,000 ლარი
2საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი300,000 ლარი
3ანაგი300,000 ლარი
4VTB ბანკი200,000 ლარი
5სოკარი200,000 ლარი
6თეგეტა მოტორსი200,000 ლარი
7ფილიპ მორის საქართველო100,000 ლარი
8BasisBank100,000 ლარი
9Euro Games Technologies საქართველო50,000 ლარი
10ლილო მოლი20,000 ლარი
11ელიტ ელექტრონიკსი20,000 ლარი
12ბორან მაინინგი10,000 ლარი
13მაგისტილი10,000 ლარი
14ლუტეცია10,000 ლარი

აღნიშნულის პარალელურად, “StopCov” ფონდში პირდაპირი ფინანსური კონტრიბუცია გააკეთეს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრმა შემდეგმა კომპანიებმა:

 

1პე ეს პე ჯგუფი300,000 ლარი
2ემ კვადრატი100,000 ლარი
3DIRSI100,000 ლარი

გარდა ფინანსური შენატანებისა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებმა აქტიური კონტრიბუცია გასწიეს სპეციალური სამედიცინო საშუალებების შეძენის გზით, კერძოდ:

 

1ორბი1,000,000 ლარი
2სამედიცინო უნივერსიტეტი1,000,000 ლარი

„უკანასკნელი დღეების განმავლობაში საქართველოს ბიზნეს ასოციაცია აქტიურად იყო და არის ჩართული ეპიდემიის გავრცელების პრევენციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციასა თუ არსებული ვითარებით გამოწვეული სხვადასხვა პრობლემების მოგვარების საქმეში. ჩვენ ასევე ყოველდღიურად ვმუშაობთ ჩვენი წევრების წინაშე მდგარი გამოწვევების იდენტიფიკაციასა და მათი გადაჭრის გზების მოძიების კუთხით. მიუხედავად მთელი რიგი პრობლემებისა, რომელთა წინაშეც ადგილობრივი ბიზნესი უკვე დგას, ვფიქრობთ, რომ სოლიდარობას, ერთმანეთის დახმარებასა და გვერდში დგომას ალტერნატივა არ გააჩნია. ჩვენ გვსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრ კომპანიებს, რომელთაც ამ ძნელბედობის ჟამს საკუთარი ფინანსური წვლილი შეიტანეს პანდემიასთან ბრძოლის საქმეში. საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ კი საკუთარი სახსრებიდან პანდემიასთან ბრძოლისათვის 300,000 ლარი გამოყო.

ვფიქრობთ, ჩვენი ქვეყნის წინაშე დღეისათვის მდგარი რთული გამოწვევების დასაძლევად მსგავსი კონსოლიდაცია არის ბიზნეს სექტორის სოლიდარობის ნათელი მაგალითი. მისასალმებელია, რომ ჩვენი წევრი კომპანიების აქტიურობა COVID19-თან ბრძოლაში კვლავაც გრძელდება და ჩვენ საზოგადოებას აუცილებლად მივაწვდით ინფორმაციას იმ დამატებითი კონტრიბუციების შესახებ, რასაც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სხვა წევრი კომპანიები პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად  გაიღებენ” – ნათქვამია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის, სოსო ფხაკაძის განცხადებაში.

“StopCov” ფონდში აკუმულირებული თანხები, პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.

https://stopcov.ge

 

 

შემთხვევითი სიახლე

არასამთავრობო ორგანიზაცია: თამბაქოს კონტროლის კანონზე მორიგი შეტევა იწყება

თბილისი (BPI) – თამბაქოს ინდუსტრია პარლამენტში ახალი საკანონმდებლო ინიციატივით შესვლას გეგმავს, – ინფორმაციას თამბაქოს კონტროლის …