სილქ როუდი წინანდალში სასტუმრო პარკ ჰოტელს მთავრობას საკარანტინო ზონად უთმობს

თბილისი (BPI) – სილქ როუდ ჯგუფი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ღონისძიებებს, რომელიც ემსახურება კორონავირუსის საქართველოში გავრცელების პრევენციას და კარანტინის მიზნებისთვის მზად არის გამოყოს წინანდალში სასტუმრო პარკ ჰოტელი.

ParkHotel ახალი 4 ვარსკვლავიანი სასტუმროა 70 ნომრით, რომელიც 2019 წლის შემოდგომაზე გაიხსნა. სასტუმრო სრულიად აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით და მზადაა კომფორტული გარემო შესთავაზოს კარანტინში განთავსებულ ადამიანებს.

“სილქ როუდ ჯგუფი მადლობას სასტუმროს გენერალურ დირექტორს ილია საგანელიძეს და მის გუნდს გამოწვევის დროსღირსეულად გვერდში დგომისათვის. გვჯერა, გაერთიანებული ძალისხმევით, მსოფლიო მალე გაუმკლავდება შექმნილ ვითარებას და შევძლებთ ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას”, – ნათქვამია ჯგუფის გავრცელებულ განცხადებაში.

შემთხვევითი სიახლე

“სოკარის” მხარდაჭერით პროექტის “აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა” ფარგლებში 8 დღიანი “ბანაკი 2020” ჩატარდა

თბილისი (BPI) – პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში, კომპანია „სოკარის“ მხარდაჭერით, სამშვიდობო მისიებსა და …