„სვეტის“ მშენებლობებს კომპანია m2 დაასრულებს

თბილისი (BPI) – სამშენებლო კომპანია „სვეტის“ 2500 კლიენტი დასრულებული ბინების მიღებას შეძლებს. კომპანიის დაუსრულებელ მშენებლობებს კომპანია m2 გადაიბარებს. მხარეებმა შეთანხმება უკვე გააფორმეს.

მშენებლობების დასრულების ვალდებულებას m2 თბილისში მდებარე სამ შეჩერებულ პროექტზე (მირცხულავას ქუჩის #9-11, ნუცუბიძის ქუჩის #125ა, ჭყონდიდელის ქუჩის #22) იღებს.

სამივე პროექტი ამ ეტაპზე 30 საცხოვრებელ ბლოკს აერთიანებს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება კი 250 მლნ ლარია, რომელსაც m2 დააფინანსებს. ობიექტების სამშენებლო-საინჟინრო მიმართულებას m2-ის 26–წლიანი გამოცდილების მქონე სამშენებლო კომპანია BK Construction განახორციელებს.

მშენებლობა დაიწყება პროექტების შეთანხმებისა და სამშენებლო ნებართვების აღებისთანავე. მშენებლობა დასრულდება ნებართვების აღებიდან სამი წლის ვადაში.

 

შემთხვევითი სიახლე

ვიზიტორთა მოსაზიდად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამხრეთ კორეულ კომპანიებთან თანამშრომლობას იწყებს

სამხრეთ კორეაში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში SITF მონაწილეობის პარალელურად, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ …