სექტემბერში დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთები შემცირდა

თბილისი (BPI) – სექტემბერში, საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები დეპოზიტებზე 0.2%-ული პუნქტით 5.1%-მდე შემცირდა.

ეროვნული ვალუტით მოზიდულ დეპოზიტებზე სარგებლის წლიური საშუალო შეწონილი განაკვეთი წინა პერიოდთან შედარებით გაიზარდა 0.2%-ული პუნქტით და 7.%-ს შეადგენს. იურიდიული პირების ასევე 0.2%-ული პუნქტით 7.2%-მდე გაიზარდა.

ფიზიკური პირების დეპოზიტებზე წლიური განაკვეთები წინა თვესთან შედარებით უცვლელია და 8.6%-ია.

უცხოური ვალუტით მოზიდული დეპოზიტების წლიური განაკვეთი შემცირებულია 0.2%-ული პუნქტით, 2.7%-ის ნიშნულზეა.

იურიდიული პირების დეპოზიტებზე განაკვეთი 3.4%-ია (+0.4%-ული პუნქტი), ფიზიკური პირების
დეპოზიტებზე განაკვეთი 2.6%-მდე (0.3%-ული პუნქტი).

2018 წლის სექტემბერში არსებულ განაკვეთებთან შედარებით, ეროვნული ვალუტით დეპოზიტების
საპროცენტო განაკვეთები 0.1 პროცენტული პუნქტით 7.6 პროცენტამდე შემცირდა. კლებაა
დაფიქსირდა უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტების განაკვეთებზე, 0.1%-ული
პუნქტით, 2.7%-მდე.

შემთხვევითი სიახლე

თბილისის მერია დამატებით 100 ავტობუსს შეისყიდის

თბილისი (BPI) – მომავალ წელს თბილისის მერია დამატებით 100 ერთეულ ავტობუსს შეისყიდის. ავტობუსები იმ 650 …