სეს-მ თევზის სარეალიზაციო ობიექტს, კრიტიკული შეუსაბამობების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახური თევზის სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებს. სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას თევდორე მღვდლის ქუჩა N27-ში მდებარე თევზის სარეალიზაციო ობიექტში შპს „Mfood” გამოვლინდა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა და სხვა კრიტიკული შეუსაბამობები. ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და, კრიტიკული შეუსაბამობების გამოსწორებამდე, შეუჩერდა საწარმოო პროცესი.

წინასადღესასწაულო პერიოდთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად ახორციელებს სარეალიზაციო ობიექტებისა და სხვადასხვა პროფილის ბიზნესოპერატორების კონტროლს.

შემთხვევითი სიახლე

საქართველოდან 18.2 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა

2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 16 იანვრის ჩათვლით  საქართველოდან 18.2 ათასი ტონა თხილის ექსპორტი …