სემეკში შემუშავდა ბუნებრივ გაზზე მოთხოვნის პროგნოზირების გრძელვადიანი მოდელი

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით და კომუნალური სამსახურების მარეგულირებელი კომისიების ეროვნული ასოციაციის (NARUC) ორგანიზებით, სემეკში შემუშავდა ბუნებრივ გაზზე მოთხოვნის პროგნოზირების გრძელვადიანი მოდელი. როგორც სემეკში აცხადებენ, გაზზე მოთხოვნის პროგნოზირების ინსტრუმენტის დანერგვა ხელს შეუწყობს სისტემის განვითარებისა და ეფექტიანი ოპერირების პროცესს.
ინფორმაციისთვის, აღნიშნული სისტემა იყენებს ზოგადი ალგებრული მოდელირების სისტემას (GAMS), ასევე მუშაობს Windows-ზე დაფუძნებული გრაფიკული მომხმარებლის ინტერფეისით და მორგებულია თითოეული ქვეყნის ენერგეტიკული ბაზრის მახასიათებლებზე. მოცემული ინსტრუმენტი საშუალებას იძლევა ენერგომოხმარების წლიურ პროგნოზებს 2010 წლიდან 2035 წლამდე, რომლებიც არა მხოლოდ ელექტროენერგიის ბაზრისთვის, არამედ თითოეული ქვეყნის სრული ენერგეტიკული ნაზავისთვისაა.
მოცემული ინსტრუმენტი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებს, როგორებიცაა:
  • ელექტროენერგიაზე მოთხოვნა სექტორების მიხედვით
  • ენერგოეფექტურობის შესაძლებლობების მოდელირება
  • ენერგიისა და ელექტროენერგიის გამოყენება
  • ტექნოლოგიური შესაძლებლობები
  • ელექტროენერგიის გამომუშავება
  • საწვავის ფასები და სისტემის ხარჯები საბოლოო მომხმარებლის გადმოსახედიდან
  • ინვესტიციები სექტორების მიხედვით და ენერგეტიკასთან დაკავშირებული CO2-ის ემისია

გარდა ამისა, ინსტრუმენტი აფასებს საბოლოო მომხმარებლის ტარიფებს სექტორების მიხედვით, კომუნალური პროდუქტის (ელექტროენერგია, გაზი, წყალი) და ქსელის ხარჯების, ასევე შესაბამისი გადასახადების საფუძველზე.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ბუნებრივ გაზზე მოთხოვნის პროგნოზირების გრძელვადიანი მოდელი სემეკს დაეხმარება რათა თავიდან იქნას აცილებული ელექტროენერგიის სამომავლო გათიშვები. ასევე კარგად წარმოჩინდება თუ რა მოცულობის ინვესტიციები იქნება სექტორში საჭირო იმისათვის, რათა გამართული ფუნქციონირება უზრუნველყოფილი იყოს.

შემთხვევითი სიახლე

ზუგდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის შესახებ ტრენინგები ჩაუტარდათ

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში, ქ. ზუგდიდის …