საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ),საჯარო სხდომაზე , სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ჯამში 65 000 ლარით 7 კომპანია დააჯარიმა. დაჯარიმების მიზეზია კომპანიების მიერ ენერგეტიკულ საქმიანობასთან დაკავშირებით ყოველთვიური ანგარიშგების სემეკში წარმოუდგენლობა, რიგ შემთხვევებში არასწორად წარმოდგენა ან დარღვევის გამეორება.
10 000 – 10 000 ლარით დაჯარიმდნენ შპს „ვოთერ ენერჯი“, შპს „ერა ჯორჯია“, შპს „ჰიდრო დეველოპმენტ კომპანი“, შპს „ჯონოული 1“, შპს „ჩირაღდანი“, შპს „გაზმშენი“, ხოლო 5 000 ლარით – შპს „თბილისის საინვესტიციო ჯგუფი“. კომპანიებს განემარტათ, რომ დარღვევის განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან განმეორების შემთხვევაში, კვლავ დაჯარიმდებიან საქართველოს კანონის შესაბამისად.
ყოველთვიური ანგარიშგების არასრულყოფილად წარმოდგენის გამო წერილობითი გაფრთხილება მიეცა 14 ენერგეტიკულ საწარმოს. ამასთანავე, მიეცათ გაფრთხილება, რომ დარღვევის აღმოუფხვრელობის ან განმეორების შემთხვევაში, სანქციის სახით განესაზღვრებათ ჯარიმა.
შემთხვევითი სიახლე
სემეკმა ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო. აღნიშნული …