სემეკმა საირიგაციო წყლის მიწოდების წესები დაამტკიცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საირიგაციო წყლის მიწოდების წესები დაამტკიცა. ახალი მარეგულირებელი აქტით მოწესრიგდება პირველად წყალმოსარგებლეს – მიმწოდებელსა და მომხმარებელთა შორის საირიგაციო წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული ურთიერთობები.

საირიგაციო წყლის მიწოდების წესებით განისაზღვრა მიმწოდებლისა და მომხმარებლების ვალდებულებები, დაწესდა ნორმები, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება გამჭვირვალე და სამართლიან პრინციპებზე დაფუძნებული მომსახურების პირობები. წესების შესაბამისად, მომხმარებლის მიერ მომსახურების საფასურის გადახდის უზრუნველყოფა მოხდება ფაქტობრივად მიღებული მომსახურების შესაბამისად, რაც სექტორის განვითარებისთვის შექმნის შესაბამის პირობებს.

გარდა ამისა, წესები ადგენს მიმწოდებლის მიერ საირიგაციო სისტემიდან წყლის გარანტირებული და საპროგნოზო მიწოდების და მის მიღებასთან დაკავშირებულ მომსახურების პირობებსა და პროცედურებს, საირიგაციო სისტემასთან მიერთების, სარგებლობისა და სიმძლავრის გაზრდის პირობებს. ასევე, ადგენს საირიგაციო სისტემაში წყლის მიწოდების საოპერაციო მოთხოვნებს, მიწოდების წერტილის განსაზღვრის პირობებს, საირიგაციო სისტემაში წყლის დეფიციტის, ჭარბი წყლის, ან სხვა ფორსმაჟორულ ან/და სხვა სახის შეფერხებების დროს საირიგაციო სისტემაში არსებული წყლის განაწილებისა და დარიცხვის პირობებს, აგრეთვე საირიგაციო სისტემის გამართული ფუნქციონირებისა და განვითარების მართვასა და დაგეგმვასთან დაკავშირებულ ნიშან-თვისებებს.

წესები არ არეგულირებს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციასა და ამ ორგანიზაციის წევრს ან/და სხვა წყალმომხმარებელს შორის წყლით უზრუნველყოფასა და მომარაგების პირობებთან
დაკავშირებულ ურთიერთობებს. წესები არ ვრცელდება სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ, სარგებლობაში გაუცემელ მიწაზე. ასევე არ ვრცელდება ჭარბი წყლის სადრენაჟო, დამშრობი ქსელით მოცილებაზე, ტრანსპორტირებასა და გარემოში ჩაშვებაზე, აღნიშნული მომსახურებიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე, აგრეთვე წყლის მეზობელი ქვეყნისთვის მიწოდებაზე.

რაც შეეხება აღნიშნული რეგულირების ძირითად მიზნებს, ესენია:

  •  მიმწოდებლისა და მომხმარებლების უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრა და მათი
    შესრულების უზრუნველყოფა;
  • წყალმომარაგებაზე სწორი მოლოდინის შექმნა, საირიგაციო სისტემის წყლის მიწოდების
    რეჟიმის შესრულების, მოხმარების შესაბამისი ღირებულების დარიცხვის და გადასახადის
    უზრუნველყოფა;
  • უზრუნველყოს საირიგაციო სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირება და წესების მოთხოვნათა
    დაცვით, სისტემით მოსარგებლეებს მისცეს საირიგაციო სისტემასთან არადისკრიმინაციული და
    შეუზღუდავი დაშვების შესაძლებლობა;
  • მიმწოდებლის მომსახურება იყოს ყველასათვის ხელმისაწვდომი, მომხმარებელზე
    ორიენტირებული, მარტივ, გამჭვირვალე და სამართლიან პირობებზე დამყარებული, ისე რომ
    უზრუნველყოფილ იქნეს პროფილური მომხმარებლისთვის წყლის მიწოდებაზე
    პრიორიტეტული გარემო;
  • საირიგაციო საქმიანობისთვის ხელსაყრელი პირობების განსაზღვრა, რათა უზრუნველყოფილ
    იქნეს საირიგაციო სისტემის სწორი ექსპლუატაცია, წყლის მიწოდების რეჟიმული მართვა,
    საირიგაციო სისტემის ოპტიმალურად განვითარებისა და გაფართოების საჭირო პირობების
    შექმნა;
  • შესაბამისი ხარისხის წყლით უსაფრთხოდ მომარაგების ხელშემწყობი პირობების განსაზღვრა;
    წყლის რაციონალურად მოხმარების და დაზოგვის წახალისება;

წესების დადგენასთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარე წლის 20 ივლისს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, ერთი თვის განმავლობაში ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდა შესაძლებლობა ჩართულიყო წესების განხილვაში და წარედგინა მოსაზრებები. ამ მიზნით,  სემეკში  არაერთი შეხვედრა გაიმართა, როგორც მელიორაციის სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე საირიგაციო სისტემის მომხმარებლებთან და სექტორის სხვა წარმომადგენლებთან.

 

 

შემთხვევითი სიახლე

ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებულ კომუნალურ პრობლემებს გაეცნო

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი …