სემეკმა მოქალაქეებს უსაფუძვლოდ დარიცხული 600 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2023 წლის იანვრიდან დღემდე მოქალაქეებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კომუნალური კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული თანხები ჩამოაწერა, ჯამში 621 972 ლარის ოდენობით.

მიმდინარე წლის განმავლობაში, კომუნალური კომპანიების წინააღმდეგ სემეკს მიმართა 1904 მოქალაქემ, რომელთა საჩივრებიც შეეხებოდა უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, ხანდაზმულ დავალიანებებს, გამანაწილებელ ქსელებზე მიერთების პროცედურებსა და ვადებს. კომისიის გადაწყვეტილებებით, დაკმაყოფილდა მოქალაქეთა მოთხოვნები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

სემეკი შეახსენებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს, თუ  ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას კომუნალური მომსახურების კომპანიების მხრიდან, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს.  კონსულტაციების მიღება შესაძლებელია როგორც ქოლ ცენტრში ნომერზე 16 216, ასევე  სემეკის Facebook გვერდზეც.  სემეკისთვის განცხადებით მომართვა შესაძლებელია ელექტრონული ფორმითაც:  https://bit.ly/3QiBM2O

 

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკული გაერთიანებების შესახებ საინფორმაციო პორტალი განახლდა

ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა გარემოს დაცვას, კლიმატის ცვლილებას და მდგრად განვითარებას. აღნიშნული …