სემეკმა ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატის წესი დაამტკიცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის წესი დაამტკიცა. წესის შესაბამისად, 2023 წლიდან წარმოშობის სერტიფიკატის მოპოვება სავალდებულო იქნება განახლებადი წყაროებიდან ენერგიის მწარმოებლებისათვის. სერტიფიკატის გამცემ ორგანოდ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა განისაზღვრა.

წესის მიზანია ელექტროენერგიის მიმწოდებლის მიერ საბოლოო მომხმარებლისათვის მიწოდებული ელექტროენერგიის ნაზავში განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის წილის ან რაოდენობის საბოლოო მომხმარებლისთვის დადასტურების, აგრეთვე განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატით სარგებლობის უზრუნველყოფა ობიექტური, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული კრიტერიუმების შესაბამისად.

წესი განსაზღვრავს ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატის შინაარსს, მისი გაცემის, გადაცემისა და გაუქმების პროცედურას, რეესტრის წარმოების წესს, ასევე აწესრიგებს წარმოშობის სერტიფიკატთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

შემთხვევითი სიახლე

საქართველოდან 18.2 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა

2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 16 იანვრის ჩათვლით  საქართველოდან 18.2 ათასი ტონა თხილის ექსპორტი …