სემეკი „თელმიკოსა“ და „თელასში“ შევა

დღეს, 2 თებერვალს 17:30 საათზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრი, გიორგი ფანგანი  კომპანიებში  –  შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელ კომპანიასა“ (თელმიკო) და სს „თელასში“  სემეკის შესვლაზე განცხადებას გააკეთებს.

კერძოდ, სემეკი ადგილზე შეისწავლის შპს „თელმიკოს“ ბილინგისა და სს „თელასის“ მრიცხველების აღრიცხვის სისტემებს. სემეკის აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებულია მოქალაქეთა დიდი ოდენობის საჩივრებით, რომლებიც შეეხება  ელექტროენერგიის გაზრდილ გადასახადებს.

მისამართი: ა.მიცკევიჩის N19.

 

 

 

შემთხვევითი სიახლე

ვიზიტორთა მოსაზიდად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამხრეთ კორეულ კომპანიებთან თანამშრომლობას იწყებს

სამხრეთ კორეაში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში SITF მონაწილეობის პარალელურად, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ …