სემეკის წარმომადგენლები ენერგეტიკის სექტორში დასაქმებულ ქალ ლიდერთა ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ტრენინგებს გადიან

19 – 21 ივნისს ალბანეთის რესპუბლიკაში, ქ. ტირანაში კომუნალური სამსახურების მარეგულირებელი კომისიების ეროვნული ასოციაციის (NARUC) ორგანიზებითა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით, ენერგეტიკის სექტორში დასაქმებულ ქალ ლიდერთა ხელშეწყობის პროგრამის (AWLE – Advancing Women Leaders in Energy) ფარგლებში ტრენინგები მიმდინარეობს.
ტრენინგებში მონაწილეობას იღებენ სემეკის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დირექტორი ელეონორა ლაგვილავა, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი მარიამ იოსელიანი და ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი თეონა ლოლაძე.
კომისიის წარმომადგენლებმა ტრენინგის მონაწილეებს გააცნეს სემეკში მოქმედი თანამშრომელთა შეფასების სისტემა, ახალი თანამშრომლის ინტეგრაციის პროცედურები, გენდერული თანასწორობისა და ინკლუზიურობის საკითხები.

შემთხვევითი სიახლე

ქართული ანიმაციის ახალი სიცოცხლე: თქვენს წინაშეა საქართველოს ხელოვნების სასახლის ექსკლუზიური სტიკერების ნაკრები

ყველა ადამიანი ბავშვობიდან მოდის. ის ემოციები და შთაბეჭდილებები, რომლებსაც ადრეულ ასაკში ვიღებთ, სიცოცხლის ბოლომდე მიჰყვება …