სემეკის წარმომადგენელმა თეიმურაზ იზორიამ პროექტში International Visitor Leadership Program მონაწილეობა მიიღო

სემეკის წარმომადგენელმა თეიმურაზ იზორიამ მონაწილეობა მიიღო აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ პროგრამაში – International Visitor Leadership Program, რომლის ერთ-ერთი მიმართულება კიბერუსაფრთხოების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
 პროგრამის მონაწილეებმა შეხვედრები გამართეს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის, თავდაცვისა და იუსტიციის დეპარტამენტების, სტანდარტების და ტექნოლოგიების ეროვნული ინსტიტუტის (NIST), ინფრასტრუქტურის და კიბერუსაფრთხოების სააგენტოს (CISA) ასევე, აშშ-ს სხვადასხვა შტატის ადგილობრივი უწყებების წარმომადგენლებთან და კვლევითი ინსტიტუტების პროფესორებთან. თეიმურაზ იზორიასთან ერთად პროგრამაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებმა.

შემთხვევითი სიახლე

ვიზიტორთა მოსაზიდად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამხრეთ კორეულ კომპანიებთან თანამშრომლობას იწყებს

სამხრეთ კორეაში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში SITF მონაწილეობის პარალელურად, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ …