სემეკის განცხადება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ეხმიანება ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის პოზიციაზე სემეკის თანამშრომლის, ტრისტან ბენაშვილის არჩევასთან დაკავშირებით. სემეკში აცხადებენ, რომ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის მიერ მედიაში გაჟღერდა ინფორმაცია, თითქოს ტრისტან ბენაშვილი საბჭოს წევრად არჩევამდე „თვალთმაქცურად“ იყო გადაყვანილი სემეკში, რაც არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას.
„ტრისტან ბენაშვილი სემეკში სხვადასხვა პოზიციებზე უწყვეტად საქმიანობს 2011 წლიდან. იგი წლების განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული სემეკში მიმდინარე არაერთ პროექტში.
ტრისტან ბენაშვილი პროფესიით იურისტია. მას აქვს მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება სხვადასხვა უწყებებში. მიმდინარე წლის 17 მაისს, ტრისტან ბენაშვილი არჩეულ იქნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად.
სემეკი, სრული შემადგენლობით, ულოცავს ტრისტან ბენაშვილს ახალ პოზიციაზე არჩევას. უსურვებს წინსვლასა და წარმატებებს“, – აცხადებენ სემეკში.

შემთხვევითი სიახლე

ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებულ კომუნალურ პრობლემებს გაეცნო

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი …