სემეკთან შეთანხმებით „თბილისი ენერჯი“ 174 მლნ ლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე ქ. თბილისში შპს „თბილისი ენერჯის“ მიერ 2023-2027 წლებში განსახორციელებელი ინვესტიციების გაზრდილი მოცულობა შეითანხმა. კომპანია მომდევნო 5 წლის განმავლობაში 174, 385,51 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

სემეკთან შეთანხმებული საინვესტიციო გეგმის ფარგლებში, ქ. თბილისის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაციისა და გაზმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, შპს „თბილისი ენერჯი“ უზრუნველყოფს  ქსელის რეკონსტრუქციასა და სხვადასხვა სამუშაოების ჩატარებას. გარდა ამისა, კომპანია განახორციელებს არაქსელურ საინვესტიციო პროექტებსაც, რომლებიც ხელს შეუწყობს მომსახურების ხარისხის ამაღლებას.

შემთხვევითი სიახლე

მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის სტატუსის მოპოვების მსურველთა საყურადღებოდ!

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მსურველ პირებს …