სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში წყალმომარაგების რეგულირების შესახებ სასწავლო კურსზე რეგისტრაცია გამოცხადდა

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი ახალ სასწავლო კურსს იწყებს თემაზე:  „წყალმომარაგების სექტორის რეგულირების საფუძვლები“.  

სასწავლო კურსი განკუთვნილია როგორც საჯარო, ისე კერძო და არასამთავრობო სექტორში დასაქმებული სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებისათვის, რომელთა საქმიანობა უკავშირდება წყალმომარაგების მიმართულებით საინვესტიციო დაგეგმარებისა და რეგულირების პრინციპებს.

კურსის ფარგლებში ტრენინგებს ჩაატარებენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წარმომადგენლები და სასწავლო ცენტრის მოწვეული ლექტორები.

კურსზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 17 ნოემბერი, 18:00 საათი.

დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ვებგვერდზე: https://bit.ly/472DxIP

შემთხვევითი სიახლე

ვიზიტორთა მოსაზიდად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამხრეთ კორეულ კომპანიებთან თანამშრომლობას იწყებს

სამხრეთ კორეაში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში SITF მონაწილეობის პარალელურად, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ …