სებ-ს საფონდო ბაზრის რეგულირება უნდა გამოეყოს

თბილისი (BPI) – სებ-ს გამოეყოს საფონდო ბაზრის მარეგულირებელი, რადგან  ბანკების და მისოს ზედამხედველობისგან დიამეტრალურად განსახვავებულ მიმართულებას ვერ გაუძღვება.

მოვიზიდოთ მსოფლიო ბირჟებზე და რეგულირებაში გამოცდილი მენეჯმენტი. ჯგუფი საქართველოს ბაზარზე კი არ  ორიენტირდეს, არამედ 20 ქვეყნის  600 მლნ-იან ბაზარზე, – ვენჩორული კაპიტალის ასოციაციის თავმჯდომარე აიეტ კუკავა ბიზნესპარტნიორში საუბრობს, როგორ განვითარდეს კაპიტალის ბაზარი სწრაფად. მან 80 მლნ-იანი თურქეთის საფონდო ბაზრის განვითარების მაგალითი მოიხმო, რომლის ინვესტორების 60%-ზე მეტი ამერიკელი  ევროპელი და აზიელია.

საქართველოს ბირჟა უნდა წარმოვადგინოთ რეგიონულ ცენტრად, ემიტენტებისთვის მიმზიდველი რეჟიმის შეთავაზებით და დაველოდოთ ფულის შემოდინებას. პირველ ეტაპზე კუკავა  საბანკო, აუიდიტორული, საკონსულტაციო, ბიზნესტურიზმის სფეროში  შემოსავლების ერთბაშად გაზრდას ელის.

“საქართველო აქამდე რატომ ვერ გახდა რეგიონული ჰაბი, – ამაში გაუნათლებლობა გვიშლის ხელს, რაც სასირცხვილო არ არის, რადგან ბირჟა არ გვქონია, ექსპერტები არ გვყავს და ამ მიზეზით მოქმედებები ნელი და მოზომილია”, – აიეტ კუკავა .

შემთხვევითი სიახლე

ლარი ინტერვენციებს არ გაუმყარებია და ვერც გააუფასურებს , კობა გვენეტაძის განმარტება

თბილისი (BPI) – ეროვნული ბანკის პრეზიდენტი  კობა გვენეტაძეს ამბობს, რომ სებ-ის მიერ განხორციელებულ ინტერვენციებს ლარის …