სებ-ი რიგგარეშე სხდომას ბრიფინგის გარეშე ატარებს

თბილისი (BPI) – “კურსიდან ინფლაციაზე გადაცემა რომ მოიხსნას მპკ-ს გავამკაცრებთ”, – ეროვნული ბანკი პოლიტიკის გამკაცრებას 25 სექტემბერს აპირებს, რიგგარეშე სხდომაზე, რომელსაც სებ-ის პრეზიდენტის ბრიფინგი არ მოყვება.  ცვლილება კომენტარის გარეშე  ჩაივლის. გადაწყვეტილების საფუძველი და პოლიტიკის მიზნები პრესრელიზით გავრცელდება.

რიგგარეშე სხდომის მოწვევა ინფლაციის რისკებს უკავშირდება და სებ-ი მკაცრ პოლიტიკას მის ამოწურვამდე შეინარჩუნებს.

ეროვნულმა ბანკმა ბოლო 1 თვეში რამდენჯერმე განაცხადა, რომ საკმარისზე მეტი სავალუტო რეზერვები აქვს, მაგრამ დახარჯავენ თუ არა სებ-ის ანალიტიკოსებს არ უთქვამთ.

აგვისტოს $30 მლნ-მდე  ინტერვენციას კი სებ-მა მხოლოდ  არასწორი მოლოდონების გასანეიტრალებლად მიმართა. “ინტერვენცია მოლოდინებზე პასუხის გაცემა იყო, რომ ჩვენ გვაქვს რეზერვები და საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენებთ” – არჩილ მესტვირიშვილი.

სებ-ს  ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფის სხვა ინსტრუმენტებიც გააჩნია, მათ შორის კონტრციკლური ბუფერი (ბანკებისთვის დამატებითი კაპიტალის მოთხოვნა (რისკის მიხედვით შეწონილი აქტივების 0-2.5%), რომელიც მაღალი სასესხო აქტივობისას გადახურებული ბაზრის  დასაშოშმინებლად გამოიყენება.  ფინანსური კომიტეტის  ბოლო სხდომაზე 0% განისაზღვრა.

შემთხვევითი სიახლე

მსხვილკაპიტალიანი ბანკების რეიტინგი, ბაზისბანკი – №6

თბილისი (BPI) – საბანკო სექტორის საზედამხედველო კაპიტალი 01.10.2019 -ის მდგომარეობით, ₾7.3  მლრდ-ს აღემატება (01.10.2018 -₾5.9  მლრდ). …