სებ-ი გიორგი ბრწყინვალეს საკოლექციო მონეტებზე წინასწარი შეკვეთების მიღებას იწყებს

გიორგი ბრწყინვალეს თემაზე (სერიიდან „საქართველოს მეფეები“) საკოლექციო მონეტის შეძენის მსურველებისგან ეროვნული ბანკი წინასწარი შეკვეთების მიღებას იწყებს. მონეტების გამოშვება 2023 წელსაა დაგეგმილი და მათი ზუსტი ღირებულება გამოშვების შემდეგ გახდება ცნობილი.

 

მონეტებზე წინასწარი შეკვეთები მიიღება მხოლოდ ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიის საშუალებით 2022 წლის 9 თებერვლის დილის 10:00 საათიდან 2022 წლის 16 თებერვლის ჩათვლით. წინასწარი შეკვეთისთვის, დაინტერესებულმა პირებმა უნდა გაიარონ ავტორიზაცია ინტერნეტ მაღაზიის ვებგვერდზე – https://moneymuseum.nbg.gov.ge და განათავსონ შეკვეთა.

მონეტების წინასწარი შეკვეთისას, მომხმარებელმა ინტერნეტ მაღაზიის ვებგვერდზე, წინასწარ უნდა გადაიხადოს ვერცხლის მონეტისთვის – 50 ლარი, ხოლო ოქროს მონეტისთვის – 1000 ლარი, რაც მონეტის სრული სარეალიზაციო ღირებულების შემადგენელი ნაწილია.

წინასწარი შეკვეთის განთავსებისა და შემდგომი პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია „საქართველოს ეროვნული ბანკის ინტერნეტ მაღაზიის მომხმარებელთან წინასწარი შეკვეთის თაობაზე“ შეთანხმებაში, რომელიც განთავსებულია ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიის ვებგვერდზე – https://moneymuseum.nbg.gov.ge/.

შემთხვევითი სიახლე

მსხვილი კომპანიები რუსეთიდან შემოტანილ საწვავს მაღალი ფასნამატით ყიდდნენ – ლექვინაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ადგილობრივ ბაზარზე საწვავის მაღალი ფასების გამო, მაისის დასაწყისში კონკურენციის სააგენტოს საწვავის …