სებ-ის საბჭოს წევრად პრეზიდენტმა ფინკა ბანკის ექს-ფინანსური დირექტორი წარადგინა

თბილისი (BPI) – ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად პრეზიდენტმა ფინკა ბანკის ექს- ფინანსური დირექტორი წარადგინა.

„ბიზნესპარნიორის“ ცნობით, გიორგი მიროტაძეს ამ ბანკში მუშაობის 12 – წლიანი გამოცდილება აქვს. მან ბანკი გუშინ ოფიციალურად დატოვა.

სებ-ის საბჭოს წევრობის მეორე კანდიდატი გიორგი ხიშტოვანია, PMC კვლევითი ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად გიორგი ხიშტოვანი და გიორგი მიროტაძე წარადგინა.

პრეზიდენტის პრესსპიკერის ხატია მოისწრაფიშვილის ცნობით, შესაბამისი განკარგულება უკვე ხელმოწერილია. თუ კანდიდატები პარლამენტის ნდობას მოიპოვებენ, ეროვნული ბანკის საბჭოში შევლენ და ვაჟა ჯანყარაშვილს და ნიკოლოზ გონგლიაშვილს ჩაანაცვლებენ. საბჭოში სულ შვიდი წევრია. ამ დროისათვის საბჭოში არიან: კობა გვენეტაძე, არჩილ მესტვირიშვილი, პაპუნა ლეჟავა, რობერტ სინგლეტერი.

შემთხვევითი სიახლე

Myway Airlines-ს ევროკავშირის ბაზარი ჩაეკეტა, შესაძლოა ისრაელისკენაც რეგულარული რეისები შეეზღუდოს

თბილისი (BPI) – ქართულ ავიაკომპანია Myway Airlines-ს ევროკავშირის ბაზარი ჩაეკეტა, თუმცა სამომავლოდ ავიაკომპანია შესაძლოა თამაშგარე მდგომარეობაშიც აღმოჩნდეს …