სებ–ის პრეზიდენტმა ახალი საბანკო რეგულაციების შედეგები მიკროსაფინანსო სექტორთან განიხილა

თბილისი (BPI) – კობა გვენეტაძე, კომერციული ბანკების შემდეგ,  მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდა.

შეხვედრაზე სებ-ის პრეზიდენტმა არასაბანკო სექტორის წარმომადგენლებს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეგულაციების პირველადი შედეგები გაუზიარა. აღსანიშნავია, რომ მონაცემების დინამიკა სებ-ის მოლოდინებთან სრულად შესაბამისია.

გვენეტაძის განცხადებით, მსგავსი სამუშაო შეხვედრები ეროვნულ ბანკში მუდმივად იმართება, რაც სისტემის ეფექტიანობის გაზრდაზეა ორიენტირებული. კობა გვენეტაძემ აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებას ინფორმაციის მოპოვებით და სტატისტიკური მასალის ანალიზზე დაყრდნობით განაგრძობს, რის შედეგადაც, საჭიროების შემთხვევაში, ცვლილებებს განახორციელებს ისე, რომ რეგულაციების ძირითადი პრინციპები შენარჩუნდება.

ხაზგასასმელია, რომ საცალო დაკრედიტების რეგულირება, რაც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკით ხორციელდება, მნიშვნელოვანია საფინანსო სექტორის სტაბილური და ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის. ანალოგიური ტიპის რეგულაცია ბოლო პერიოდში ევროპის რამდენიმე ქვეყანაში – ლიეტუვაში, უნგრეთში, შვედეთში, დანიაში, ჩეხეთში, ესტონეთში და სხვა – დაინერგა.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და სებ-ის პრეზიდენტმა და მენეჯმენტის სხვა წევრებმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებს თემატურ საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს.

შემთხვევითი სიახლე

ვიზიტორთა მოსაზიდად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამხრეთ კორეულ კომპანიებთან თანამშრომლობას იწყებს

სამხრეთ კორეაში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში SITF მონაწილეობის პარალელურად, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ …