სებ-ი მპკ-ს რიგგარეშე სხდომას მართავს, ბაზარი 7+0.25% – ელოდება

თბილისი (BPI) – ეროვნული ბანკი  მონეტარულ პოლიტიკაზე სექტემბერში რიგგარეშე შეხვედრას გამართავს.

მონეტარული პოლიტიკის რიგგარეშე სხდომა  ოთხშაბათს, 25 სექტემბერს დაინიშნა.  სხდომაზე კომიტეტი მონეტარული პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთის შესახებ იმსჯელებს და მოსალოდნელია რომ რეფინანსირების განაკვეთს აწევს.

4 სექტემბერს ეროვნულმა ბანკმა უკვე გაზარდა რეფინანსირების განაკვეთი  0.5 პროცენტული პუნქტით, 7 პროცენტამდე.

„ჩვენი ნაბიჯები იქნება მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, – ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა გუშინ ლარის გაუფასურების გასანეიტრალებელ ნაბიჯები დაასახელა.

„ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ იმ დონეზე რამდენიც საჭირო იქნება იძულებულნი ვართ გავამკაცროთ მონეტარული პოლიტიკა. ეს რა თქმა უნდა, თავის გავლენას იქონიებს გაცვლით კურსზე, რადგან გაცვლითი კურსიც არის ერთ-ერთი გადაცემის არხში“, – განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა 1 არხში (ბიზნესპარტნიორი) სტუმრობისას.

მისი თქმით, დღეს ლარი იმაზე მეტად არის გაუფასურებული, ვიდრე ამას არსებული ფატორები უნდა განაპირობებდეს.

შეგახსენებთ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი განრიგით წელიწადში რვაჯერ იკრიბება. შემდგომი სხდომა, განრიგის შესაბამისად 23 ოქტომბერს გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

მსხვილკაპიტალიანი ბანკების რეიტინგი, ბაზისბანკი – №6

თბილისი (BPI) – საბანკო სექტორის საზედამხედველო კაპიტალი 01.10.2019 -ის მდგომარეობით, ₾7.3  მლრდ-ს აღემატება (01.10.2018 -₾5.9  მლრდ). …