სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

6 დეკემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

 

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 200 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.900 პროცენტით, მაქსიმალური 9.090 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.008 პროცენტით განისაზღვრა.

 

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.375 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

შემთხვევითი სიახლე

კობა გვენეტაძემ ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმს საქართველოს სახელმწიფო ბანკის შესახებ გამოცემული წიგნი გადასცა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე, წყალტუბოს რაიონის სოფელ ჩუნეშში, ცნობილი ქართველი მწერლის, ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმს …