სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 25 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2021 წლის 19 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 25 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 44 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.200 პროცენტით, მაქსიმალური 9.420 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.248 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 10.250 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

შემთხვევითი სიახლე

“ინტერ რაომ” საქართველოს საარბიტრაჟო დავა მოუგო

რუსულმა ენერგეტიკულმა კომპანია “ინტერ რაომ” საქართველოს საარბიტრაჟო დავა მოუგო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. სტოკჰოლმის …