სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 30 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

11 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 57 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.650 პროცენტით, მაქსიმალური 9.750 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.730 პროცენტით განისაზღვრა.

შემთხვევითი სიახლე

24-26 მარტს Expo Batumi–oს ორგანიზებით, ბათუმში BATUMI BOOK & HIGHER EDUCATİON 2023 გაიმართება

24-26 მარტს ბათუმის სპორტის სასახლეში, კომპანია Expo Batumi–oს  ორგანიზებით, ბათუმის წიგნისა და უმაღლესი განათლების პირველი …