საძოვრის კატეგორიის 66 მიწის ნაკვეთი 45 ფიზიკურ პირს დროებით სარგებლობაში გადაეცა

საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის პროგრამის“ ფარგლებში, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მდებარე საძოვრის კატეგორიის 66 მიწის ნაკვეთი 45 ფიზიკურ პირს დროებით სარგებლობაში გადაეცა.
🟡ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ „მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს“ აქტიური მუშაობის შედეგად, დედოფლისწყაროს, სიღნაღის, ნონოწმინდას, თეთრიწყაროს, გორის, ბორჯომის, დმანისის, საგარეჯოს, წყალტუბოს, ყვარლის, ასპინძის, მცხეთის, დაბა ასპინძის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში მდებარე ჯამში 6467,4 ჰა საძოვარი ფერმერებს, იჯარის უფლებით, 3 წლის ვადით გადაეცათ.
🟡შეგახსენებთ, რომ პროგრამაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ნებისმიერ პირს, რომელსაც შერჩეული საძოვარი და, ამავდროულად, განაცხადის წარდგენისას მას ან მის მეპაიეს მფლობელობაში აქვს იჯარის უფლებით გასაცემი საძოვრის ასათვისებლად საკმარისი რაოდენობის მსხვილფეხა ან წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი.

შემთხვევითი სიახლე

კონკურენციის სააგენტომ, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, კომპანია “მოდუსს“ დარღვევის ფაქტი დაუდგინა

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, სამშენებლო და სარემონტო მასალებით ვაჭრობის სექტორში, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს …