საჩხერის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებისათვის სემეკმა განსახორციელებელი ინვესტიციები შეითანხმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე შპს „საჩხერის წყალკანალის“ 2023-2025 წლების საინვესტიციო გეგმები შეითანხმა. სამი წლის განმავლობაში კომპანია საჩხერის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისათვის 641 600 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
საინვესტიციო პროექტების ფარგლებში დაგეგმილია სასმელი წყლის ხარისხისა და მიწოდების მაჩვენებლების გაუმჯობესება. ჩატარდება სამუშაოები სასმელი წყლისა და წყალარინების მილსადენებზე ავარიების შემცირების მიზნით. რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყალარინების გამწმენდ ნაგებობას, დამონტაჟდება სახანძრო ჰიდრანტები.
შპს „საჩხერის წყალი“ სასმელი წყლის მიწოდებითა და წყალარინების მომსახურებით უზრუნველყოფს ქ. საჩხერესა და საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლებს.

შემთხვევითი სიახლე

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი სატარიფო რეგულირების სასწავლო კურსზე რეგისტრაციას აცხადებს

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი აცხადებს რეგისტრაციას ახალ სასწავლო კურსზე „სატარიფო რეგულირების პრინციპები”. კურსი განკუთვნილია …