საქსტატმა ჯეოქეისთან და კომერსანტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს, ა(ა)იპ „ჯეოქეისს“ და „საინფორმაციო სააგენტო კომერსანტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. სამმხრივ დოკუმენტს ხელი საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ, „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ ვიქტორ ყიფიანმა და ,,კომერსანტის“ მმართველმა პარტნიორმა გიორგი აბაშიშვილმა მოაწერეს.
✅ მემორანდუმის მიზანია, საზოგადოებაში ეკონომიკური განათლების ამაღლება და ეკონომიკისა და ბიზნესის კვლევების პოპულარიზაციის ხელშეწყობა. მემორანდუმი განსაზღვრავს მხარეთა უფლება – მოვალეობებს, ინფორმაციის მოთხოვნისა და გაცემის პროცესში.
✅ საქსტატი კომპეტენციის ფარგლებში „კომერსანტს“ და „ჯეოქეისს“ მიაწვდის საჭირო ინფორმაციას, რაც ხელს შეუწყობს მათი საქმიანობის ეფექტურად წარმართვას, ხოლო თავის მხრივ „კომერსანტი“ და „ჯეოქეისი“, უზრუნველყოფენ მათ აუდიტორიასთან საქსტატის კომუნიკაციას და მისი პროდუქტების პოპულარიზაციას.
✅ მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდება ერთობლივი შეხვედრები და ღონისძიებები, რაც უზრუნველყოფს დაინტერესებული მხარეების ინფორმირებას მათთვის საინტერესო საკითხებზე.
✅ თანამშრომლობის ფარგლებში, აღნიშნული დოკუმენტი ხელს შეუწყობს მხარეებს შორის საჭირო და მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაცვლას.

შემთხვევითი სიახლე

თუ მანამდე სამედიცინო დახმარების მიღების უფლება ჰქონდა მოსახლეობის მხოლოდ 40%-ს, დღეს ეს მაჩვენებელი გაიზარდა 94%-მდე – პრემიერი

2012 წელს, როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ჩვენი პარტიის დამფუძნებელი, გამოვიდა …