საქსტატი: პირველ კვარტალში უმუშევრობა 0.9%-ით შემცირდა

თბილისი (BPI) – 2020 წლის პირველ კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით უმუშევრობა 0.9%-ით შემცირდა და 11.9% შეადგინა. ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის სამსახური აქვეყნებს.

2020 წლის I კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 62.6% შეადგინა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირებულია როგორც მოსახლეობის აქტიურობის დონე, ასევე დასაქმების დონე, შესაბამისად 1.2 და 0.5%-ული პუნქტით.

ქალაქის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შემცირებულია 0.1%-ული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 0.9%-ული პუნქტით. აქტიურობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირდა 1.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 0.9%-ული პუნქტით.

შემთხვევითი სიახლე

ლიბერთი სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების პროგრამას უერთდება

თბილისი (BPI) – დღეიდან, სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 200 000-ზე მეტი ფერმერი …