“საქკაბელი” საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

თბილისი (BPI) – საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრთა რიგებს ახალი წევრი შეუერთდა კომპანია “საქკაბელის“ სახით.

სააქციო საზოგადოება „საქკაბელი“, საქართველოში საკაბელო პროდუქციის ყველაზე დიდი და გამოცდილი მწარმოებელია. ქარხანა დაარსდა 1958 წელს და დღემდე უწყვეტად შეინარჩუნა პროფილი, დანერგა მოწინავე ევროპული ტექნოლოგიები,  გაზარდა ასორტიმენტი.

2018 წლის 23 მარტს საქკაბელს მიენიჭა ISO 9001:2015 სტანდარტის შესაბამისობის სერთიფიკატი. კომპანია ხარისხის ფონდის სრულყოფილი წევრია, ფლობს ხარისხის ნიშანს, ასევე ხარისხისა და წარმოების მენეჯმენტის დამადასტურებელ სერთიფიკატებს.

„საქკაბელის“ მაღაზიები წარმოდგენილია საქართველოს ყველა რეგიონში.

„მივესალმებით ახალ წევრს, მოხარულნი ვართ, რომ არჩევანი სწორედ BAG-ზე გაკეთდა, რადგან “საქკაბელი” არის მსხვილი კომპანია, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს და აქტიურად უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების დასაქმებას.“ – განაცხადა ასოციაციის გენერალურმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

შემთხვევითი სიახლე

გიორგი პერტაია: ჯანდაცვის სექტორი ძლიერია და გვაქვს კარგი პროდუქტი მსოფლიოში გასაყიდად 

თბილისი (BPI) – სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ქვეყნის მიღწევებსა …