“საქართველო IT სექტორში კომპანიებს აუთსორსინგისთვის ერთ-ერთ საუკეთესო პირობებს სთავაზობს”

თბილისი (BPI) – საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ, მონაწილეობა მიიღო ავსტრიის ფედერალური ეკონომიკური პალატის ვაჭრობის ხელშეწყობის ორგანიზაციის Advantage Austria-ს მიერ ორგანიზებულ ონლაინ სავაჭრო მისიაში, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანის ჩართულობით გაიმართა.

გიორგი პერტაიამ სავაჭრო ხაზის საინვესტიციო მისიის მონაწილეებს გააცნო მთავრობის ახალი საინვესტიციო პროგრამა, ხაზი გაუსვა საერთაშორისო კომპანიების სტატუსის მქონე პირებთან დაკავშირებული საგადასახადო შეღავათების მნიშვნელობას ინვესტიციების მოზიდვის ნაწილში და აღნიშნა, რომ საქართველო საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორში ბიზნეს კომპანიებს აუთსორსინგისთვის ერთ-ერთ საუკეთესო პირობებს სთავაზობს.

პალატის პრეზიდენტმა შეაფასა საქართველოს საინვესტიციო გარემო და აღნიშნა, რომ რეგიონში საქართველო არის ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა ინვესტორებისთვის, არსებული საგადასახადო პოლიტიკისა და საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით.

გიორგი პერტაიამ მიმოიხილა პრიორიტეტული სექტორებიც, რომლებსაც გააჩნიათ განვითარების პერსპექტივა, მათ შორის ისაუბრა კენკროვან კულტურებზე, სტუმარ-მასპინძლობის სექტორსა და ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის შესაძლებლობებზე.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ თურქეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში ვაჭრობის კომისარი, ჯორჯ კარაბაჯეკა, ავსტრიის ელჩი საქართველოში, თომას მულმანი და AUSSENWIRTSCHAFT AUSTRIA-ს რეგიონული მენეჯერი, გრეგორ პოსტლმა.

ვირტუალურ სავაჭრო ხაზის საინვესტიციო მისია ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილებდნენ ქართული, აზერბაიჯანული და ავსტრიული კომპანიები.

ღონისძიების ფარგლებში, კომპანიებს შორის შედგა ორმხრივი ბიზნეს შეხვედრები. ბიზნესის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ დაემყარებინათ საქმიანი კავშირები, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს საქართველოსა და ავსტრიას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთოებების გაღრმავებას.

შემთხვევითი სიახლე

კავკასიის უნივერსიტეტსა და თიბისის შორის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისი (BPI) – კავკასიის უნივერსიტეტსა და თიბისის შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობა გულისხმობს, თიბისის მხარდაჭერით, …