საქართველო მსოფლიო მმართველობის ინდიკატორებით დაწინაურდა

თბილისი (BPI) -„მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების” კვლევის შედეგები არის აღიარება და ეს არის რეალობა”, –  ეკონომიკის მინისტრის თქმით. ყველაფერი კეთდება საინვესტიციო და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისთვის, რაზეც  მსოფლიო ბანკის რეიტინგში ქვეყნის პოზიციონირებაც მიანიშნებს, -“სწორედ ეს მიღწევებია ასახული მსოფლიო ბანკის გაუმჯობესებულ რეიტინგებში” – ნათია თურნავამ საერთაშორისო კვლევის შეფასებისას განაცხადა.

კორუფციასთან ბრძოლის ნაწილში საქართველო 183 ქვეყანას შორის მე-18 ადგილზეა,  ევროპულ ქვეყნებს შორის მე-8 –  ამ ინდიკატორით ბევრ განვითარებულ ქვეყანააზე წინაა (ესპანეთი, იტალია, ჩეხეთი..). საქართველო ერთი-ერთი საუკეთესოა რეგიონში ბიუროკრატიის ეფექტურობის, რეგულირების ხარისხის მიმართულებით. სარეიტინგო ქულა 6 ინდიკატორიდან 4 ინდიკატორში გაუმჯობესდა.  გამოხატვის უფლება და ანგარიშვალდებულება, მმართველობის ეფექტიანობა, რეგულაციების ხარისხი, კანონის უზენაესობა. სარეიტინგო ქულების გაუმჯობესების შესაბამისად, კვლევის ოთხივე ინდიკატორში გაუმჯობესდა ქვეყნის სარეიტინგო მდგომარეობა.

ისტორიული მაქსიმუმია ხელისუფლების ეფექტიანობის ინდიკატორში, სადაც საქართველომ რანგირების 100%-იანი შკალიდან 74.04% დაიმსახურა და გაუსწრო ევროკავშირის წევრ 6 ქვეყნას: უნგრეთი, იტალია, ხორვატია, საბერძნეთი, ბულგარეთი, რუმინეთი. ასევე პოზიტიურია შეფასება „რეგულირების ხარისხის” მაჩვენებელში, სადაც საქართველომ შეფასების რანგირების 100%-იანი შკალიდან 83.17% დაიმსახურა. საქართველო ლიდერია რეგიონში და ევროპის ქვეყნებს შორის მე-15 პოზიციაზეა.
მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები (World Governance ndicators) წარმოადგენს კვლევით მონაცემთა ბაზას, რომელიც სრულად ეფუძნება სხვადასხვა გლობალურ რეიტინგებსა და შეფასებებს. კერძოდ, ეფუძნება სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებს, როგორიცაა გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი, Economist Intelligence Unit, Freedom House, Open Budget Index, ინსტიტუციური პროფილის მონაცემთა ბაზა.

შემთხვევითი სიახლე

გახარია არჩევნებს-არჩევნებზე იგებს, პრინციპით ემზადე სულ

თბილისი (BPI) – გიორგი გახარია: „როგორც კი არჩევნებს მოვიგებთ, შემდგომი არჩევნებისთვის ვიწყებთ მზადებას“ „ეს არის …