საქართველო კიბერკრიმინალებისგან ყველაზე დაცულია

თბილისი (BPI)  – მობილური ტროიანული პროგრამების შეტევას, Q1/2019 მდგომარეობით, მომხმარებელთა 0,12 % დაექვემდებარა. აზერბაიჯანში ასეთივე შეტევა განხორციელდა მომხმარებელთა 0,14%, ხოლო სომხეთში – 0,23%, ამიტომაც ქვეყანამ დაიკავა მე-7-ე ადგილი იმ მომხმარებელთა წილის მიხედვით, რომლებიც დაექვემდებარნენ მობილური ტროიანელების შეტევას.

საანგარიშო პერიოდში მსოფლიოში აღმოაჩინეს 29,841 მობილური საბანკო ტროიანელების სამონტაჟო პაკეტები, რაც თითქმის 11,000-ზე მეტია 2018 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით.

2018 წელს, მობილური ტელეფონების მომხმარებელთა 0.42%  შეეჯახა ამ ბოროტმზრახველებს, მაშინ როცა 2017 წელს მათი წილი მხოლოდ 0.05% იყო. აზერბაიჯანში 2018 წელს მობილური მომხმარებლების 0.43%  დაექვემდებარა შეტევას, წინა წლის  0.14%-თან შედარებით, ხოლო სომხეთში ეს მაჩვენებელი შესაბამისად 0.51% და 0.12% იყო. ამის შესახებ მოწმობენ   „კასპერსკის ლაბორატორიის“  მონაცემები.

კიბერკრიმინალები  საბანკო ტროიანელებით ასნებოვანებენ მობილურ მოწყობილობას და თან იტაცებენ საბანკო ბარათების მონაცემებსა და მომხმარებელთა აპლიკაციებს. ამისათვის ბოროტმზრახველი ბლოკავს ბანკის  აპლიკაციის ინტერფეისს საკუთარით და მომხმარებელი თავისი  საბანკო მონაცემების    ტროიანულ ინტერფეისში შეტანით, გადასცემს მათ კიბერკრიმინალებს.

ამ და სხვა ბოროტმზრახველთაგან თავის არიდების  მიზნით, მომხმარებლები  არ უნდა გამოეხმაურნონ საეჭვოდ “მომგებიან” შემოთავაზებებს ინტერნეტში, მით უმეტეს თუ ისინი მოითხოვენ პირად და საბანკო მონაცემებს. სიფრთხილით აწარმოონ პროგრამების ჩამოტვირთვა  არაოფიციალური წყაროებიდან, რადგანაც  საბანკო ტროიანელები ხშირად იტვირთებიან იგივე პლატფორმაზე არსებულ  სხვა პროგარმებთან ერთად. ხოლო რაც შეეხება მათგან თავის არიდებას,   ამ საკითხში დაგვეხმარება მობილურ მოწყობილობაზე  დაყენებული საიმედო ანტივირუსი, რომელიც  დაგვიცავს მავნე საიტზე შესვლისა და მათი ჩამოტვირთვისაგან.

შემთხვევითი სიახლე

“კულა” ქართველების დაწუნებულ საწებელს ექსპორტზე უშვებს

თბილისი (BPI) –  ,,კულა’’ გაუგებრობას უწოდებს ,,სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის’’ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ …