საქართველო-იტალიას შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა

საქართველო-იტალიას შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, წელს 8 თვეში იტალიაში ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 34,761 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 22,805 მლნ აშშ დოლარი.

რაც შეეხება იმპორტს, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ იტალიაში 174,143 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი შეიძინა, გასული წლის იგივე პერიოდში – 164,842 მლნ აშშ დოლარის.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ პროდუქტების ჩამონათვალს, რასაც ყველაზე დიდი რაოდენობით ვყიდით და ვყიდულობთ იტალიაში.

ტოპ-10 პროდუქტი, რომელის წელს 8 თვეში საქართველოდან იტალიაში გავიდა:

  • ფეროშენადნობები – 15,698 მლნ აშშ დოლარი
  • თხილი და სხვა კაკალი – 10,686 მლნ აშშ დოლარი
  • მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისგან – 1,545 მლნ აშშ დოლარი
  • ხე-ტყის მასალა, გასწვრივ დახერხილი ან დაპობილი, სისქით 6 მმ-ზე მეტი – 1,356 მლნ აშშ დოლარი
  • ნარჩენები და ჯართი ძვირფასი ლითონების ან ძვირფასი ლითონებით მიტკეცილი ლითონების – 1,261 მლნ აშშ დოლარი
  • აპარატურა სადღეღამისო დროის სარეგისტრაციოდ და დროის ინტერვალების ინდიკაციისთვის – 711.1 ათასი აშშ დოლარი
  • ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები, სხვა წესით დამზადებული ან დაკონსერვებული – 359.2 ათასი აშშ დოლარი
  • პალტოები, ლაბადები და ანალოგიური ნაწარმი, ტრიკოტაჟისა, ქალის ან გოგონასი – 352.9 ათასი აშშ დოლარი
  • კოსტუმები, კომპლექტები, კომბინეზონები, ბრიჯები და შორტები, ქალის ან გოგონასი – 350.1 ათასი აშშ დოლარი
  • კოსტუმები, კომპლექტები და სხვა მამაკაცისა ან ბიჭის – 346.3 ათასი აშშ დოლარი

 

ტოპ-10 პროდუქტი, რომელიც წელს 8 თვეში საქართველოში იტალიიდან შემოვიდა:

  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – 7,030 მლნ აშშ დოლარი
  • სხვა ცოცხალი მცენარეები, კალმები და გადანაწვენები; სოკოს მიცელიუმი – 5,491 მლნ აშშ დოლარი
  • ავეჯი სხვა და მისი ნაწილები – 4,598 მლნ აშშ დოლარი
  • მაცივრები, საყინულეები და სხვა სამაცივრო ან საყინულე მოწყობილობები – 4,379 მლნ აშშ დოლარი
  • ონკანები, სარქველები და ანალოგიური არმატურა მილგაყვანილობების, საქვაბეების – 4,181 მლნ აშშ დოლარი
  • მექანიკური მოწყობილობები სითხეების ან ფხვნილების გაშხეფვის ან გაფრქვევისთვის – 3,911 მლნ აშშ დოლარი
  • ცენტრალური გათბობის ქვაბები – 3,684 მლნ აშშ დოლარი
  • ფეხსაცმელი რეზინის, პოლიმერული მასალის, ტყავის ძირითა და ტყავის ზედაპირით – 3,674 მლნ აშშ დოლარი
  • სატვირთო ავტომობილები – 3,330 მლნ აშშ დოლარი
  • საშუალებები თმებისთვის – 2,987 მლნ აშშ დოლარი

წყარო: https://www.bpn.ge/

შემთხვევითი სიახლე

ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებულ კომუნალურ პრობლემებს გაეცნო

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი …