საქართველოში წამლის ხარისხის ლაბორატორიის შექმნა იგეგმება

ირაკლი ღარიბაშვილი – მინისტრი აზარაშვილი აქტიურად მუშაობს, რომ ქვეყანაში შეიქმნას წამლის ხარისხის ლაბორატორია, რათა ყველა ის წამალი, რომელიც იქნება ადგილზე, საქართველოში წარმოებული, ან შემოტანილი, იმპორტირებული, იყოს მხოლოდ მაღალი ხარისხის

მინდა გითხრათ, რომ ათეულობით სხვადასხვა დასახელების მედიკამენტზე არის უკვე სამინისტროში შეტანილი განაცხადები რეგისტრაციისთვის და ძალიან მალე დაჩქარდება ეს პროცესი, იმისთვის, რომ კიდევ უფრო დროულად მოხდეს ყველა წამლის ჩანაცვლება და მოსახლეობას ჰქონდეს არჩევანი, უფრო იაფიანი წამლის შესაძენად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ მინისტრი აზარაშვილი აქტიურად მუშაობს, რათა ქვეყანაში შეიქმნას წამლის ხარისხის ლაბორატორია.

„რაც მთავარია, თავიდანვე ვთქვით, რომ ჩვენი მთავარი მოთხოვნა იქნებოდა ხარისხი და ეს ხარისხი არის მიღწეული. რა თქმა უნდა, ყველა ის წამალი, რომელიც შემოვიდა თურქეთიდან, იქნება და არის „ჯი-ემ-პის“ სტანდარტის.
ამჟამად, მინისტრი აზარაშვილი აქტიურად მუშაობს, რომ ქვეყანაში შეიქმნას წამლის ხარისხის ლაბორატორია, იმისთვის, რომ ყველა ის წამალი, რომელიც იქნება ადგილზე, საქართველოში წარმოებული, ან შემოტანილი, იმპორტირებული, იყოს მხოლოდ მაღალი ხარისხის. ამ პროცესს ჩვენ მაქსიმალურად გავაკონტროლებთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შემთხვევითი სიახლე

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

17 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.9654 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, …