საქართველოში ტეკილას სასაქონლო ნიშანი ოფიციალურად დარეგისტრირდება

თბილისი (BPI) – საქართველო ტეკილას სასაქონლო ნიშნის ქვეყანაში ოფიციალურად დარეგისტრირების საკითხს განიხილავს.

ტეკილას მარეგულირებელი საბჭოს თავმჯდომარე მიგელ ანგელ დომინგო მორალესი, რომელიც საქართველოში ვიზიტით მყოფ მექსიკის დელეგაციას ხელმძღვანელობს ამბობს, რომ ღვინის სამშობლოს მიერ ტეკილას სასაქონლო ნიშნის აღიარება ორ ქვეყანას შორის ეფექტიანი თანამშრომლობის საფუძველია.

დელეგაციასთან შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა საქართველოში ტეკილას სასაქონლო ნიშნის ოფიციალურად დარეგისტრირების საკითხის და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე აღნიშნა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესზე და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

შეხვედრის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა ღვინის ეროვნული სააგენტოს ენოთეკა, მარანი და მუზეუმი დაათვალიერეს.

 

შემთხვევითი სიახლე

IMF-ის რჩევები მთავრობას

თბილისი (BPI) – საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) საქართველოს მთავრობას სტრუქტურული რეფორმების გაგრძელებას ურჩევს. ფონდის მოსაზრებით …