საქართველოში საფრენი უპილოტო აპარატების წარმოება წლის ბოლომდე დაიწყება

თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, საქართველოში საფრენი აპარატების წარმოება წლის ბოლომდე დაიწყება.

მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროსა და „დელტას“ თანამშრომლობით კერძო კომპანია დაფუძნდა, რომელიც დრონების მწარმოებელი იქნება.

“ჩვენ დავასრულეთ ყველა ფორმალური პროცესი პოლონურ კომპანიასთან, რომლის ნაწარმი აქტიურად გამოიყენება პრაქტიკაში და ძალიან გამართლებული კერძო საწარმოა. კომპანია “დელტასთან” ერთად კერძო საწარმო დავაფუძნეთ და წლის ბოლომდე დავიწყებთ საფრენი აპარატების გამოშვებას”, – თქვა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ დრონების საწარმოებლად თავდაცვის სამინისტრომ პოლონურ WB Electronics-თან ერთობლივი კომპანია დააფუძნა.

 

წყარო: bm.ge

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების  ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო. აღნიშნული …