საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ -26.8 მლრდ დოლარი შეადგინა

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2022 წლის 30 ივნისის მდგომარეობით -26.8 მლრდ აშშ დოლარი (-78.5 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს -126.2 პროცენტია (31 მარტის მდგომარეობით იგივე მაჩვენებელი მშპ-ს -133.0 პროცენტი იყო). წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია წინა კვარტალთან შედარებით  326.5 მლნ აშშ დოლარით გაუარესდა.

 

2022 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 12.2 მლრდ აშშ დოლარია (35.7 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 596.7 მლნ აშშ დოლარით აღემატება.

 

მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 39.0 მლრდ აშშ დოლარი (114.3 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 923.2 მლნ აშშ დოლარით აღემატება.

შემთხვევითი სიახლე

24-26 მარტს Expo Batumi–oს ორგანიზებით, ბათუმში BATUMI BOOK & HIGHER EDUCATİON 2023 გაიმართება

24-26 მარტს ბათუმის სპორტის სასახლეში, კომპანია Expo Batumi–oს  ორგანიზებით, ბათუმის წიგნისა და უმაღლესი განათლების პირველი …